Pages

1 იოანე 5

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის პირველი წერილი
რწმენა – სოფლის მძლეველი

51 ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს. 2 ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია. 3 ღვთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. 4 ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა. 5 ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?

მოწმობა ძეზე

6 ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით. მარტო წყლით კი არა, არამედ წყლითა და სისხლით. სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. 7 რადგან სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. 8 და სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი. და ეს სამი ერთია. 9 თუ ვღებულობთ კაცთა მოწმობას, ღვთის მოწმობა უფრო დიდია, ვინაიდან ეს არის ღვთის მოწმობა, რომლითაც დაამოწმა თავის ძეზე. 10 ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა. ვისაც ღმერთი არ სწამს, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არ სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა დაამოწმა თავის ძეზე. 11 ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. 12 ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ცისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს.

საუკუნო სიცოცხლის ცოდნა

13 ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. 14 და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. 15 ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.
  16 თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ, ილოცოს-მეთქი. 17 ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ არის არამომაკვდინებელი ცოდვა. 18 ვიცით, რომ ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს; მაგრამ ის, ვინც ღვთისაგან იშვა, იცავს მას და ბოროტება ვერ ეკარება. 19 ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი სოფელი ბოროტში ძევს. 20 ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. 21 შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ!

თავი მეოთხე                                                                                                     იოანე მოციქულის მეორე წერილი