Pages

ფსალმუნები 1

ძველი აღთქმა
ფსალმუნები


11 ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში, 2 არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. 3 და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია. 4 უღმრთონი კი ასე არ არიან, ბზეს წააგვანან ქარისგან აღგვილს. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, და ვერც ცოდვილნი – მართალთა კრებულში. 6 რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.

იობი                                                                                                                                                              ფსალმუნი 2