მინდა გაცნობოთ, რომ გადავდივართ ახალ საიტზე - mybible.ge  - სადაც დაგხვდებათ ახალი გარემო ბევრი სიახლეებით.

ძველი აღთქმა                                                      ახალი აღთქმა

დაბადება                                                                     სახარებები

გამოსვლა                                                                     მათეს სახარება

ლევიანნი

იგავები 

იგავების მიზანი იგავი ხორბლისა და ღვარძლისა  მინდორში დაფარული განძი ძვირფასი მარგალიტი ზღვაში მოსროლილი ბადე უწყალო მონა იგავი ვენახის მუშაკებზე იგავი ორ ძეზე საქორწილო ნადიმი იგავი ათ ქალწულზე იგავი ტალანტებზე იგავი თხებისა და ცხვრების გარჩევაზე იგავი თესლის აღმოცენებაზე იგავი სიფხიზლეზე

ორი ბრმის განკურნება მუნჯის ალაპარაკება სტატირის ყრუ-მუნჯის განკურნება ბრმის განკურნება ბეთსაიდაში ქრისტეს უჩინრად გავლა მტრებს შორის პირველ მოწაფეთა მოხმობა ნაინელი ქვრივი ვაჟის გაცოცხლება დაკრუნჩხული ქალის განკურნება შაბათ დღეს წყალმანკიანი კაცის განკურნება ათი კეთროვნის განწმედა მღვდელმთავრის მონ

68 კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.

56 ასეთია ჩემი ხვედრი: შენს ბრძანებებს ვიცავ.

12 თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13 არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.

5 ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში. 6 ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.

6 ვინაიდან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.

1 უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. 2 ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. 3 რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.

16 უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.

16 შენი სახელით ილხენენ მთელ დღეს და შენი სიმართლით მაღლდებიან.

6 ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,

7 მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?

6 სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის.

18 რა სარგებელია ოსტატის ხელნაკეთი კერპისგან ან ჩამოსხმული ცრუმოძღვრისგან? თუმცა თავის ქმნილებებზეა დანდობილი მუნჯი კერპების გამკეთებელი. 19 ვაი მას, ვინც ეუბნება ხეს, გაიღვიძეო; მდუმარე ქვას - გამოფხიზლდიო! განა გასწავლიან რაიმეს ისინი? აჰა, ოქრო-ვერცხლითაა მოჭედილი და არავითარი სული არ არის მასში.

25 ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან, 26 ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას – 27 ერთადერთ ბრძე

18 ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. 19 იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.

10 იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. 11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. 12 მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

17 ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან. 18 მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები.

8 უთხრა ფილიპემ: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”. 9 უთხრა მას იესომ: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა.

23 ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.

30 გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: „ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?” 31 მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

28 ჰკითხეს: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?” 29 იესომ მიუგო: „ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.

10 ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.

Loading