1. Add caption
    მინდა გაცნობოთ, რომ გადავდივართ ახალ საიტზე - mybible.ge  - სადაც დაგხვდებათ ახალი გარემო ბევრი სიახლეებით.

  2. ძველი აღთქმა                                                      ახალი აღთქმა
    დაბადება                                                                     სახარებები
    გამოსვლა                                                                     მათეს სახარება
    ლევიანნი                                                                     მარკოზის სახარება
    რიცხვნი                                                                       ლუკას სახარება
    მეორე რჯული                                                             იოანეს სახარება
    იესო ნავეს ძე              
    მსაჯული                                                                     მოციქულთა საქმეები
    რუთი              
    1 მეფეთა                                                                     მოციქულთა წერილები
    2 მეფეთა                                                                      იაკობ მოციქულის წერილი
    3 მეფეთა                                                                      პეტრე მოციქულის პირველი წერილი
    4 მეფეთა                                                                      პეტრე მოციქულის მეორე წერილი
    1 ნეშტთა                                                                      იოანე მოციქულის პირველი წერილი
    2 ნეშტთა                                                                      იოანე მოციქულის მეორე წერილი
    ეზრა                                                                             იოანე მოციქულის მესამე წერილი
    ნეემია                                                                           იუდა მოციქულის წერილი
    ესთერი              
    იობი                                                                             პავლე მოციქულის წერილები
    ფსალმუნები                                                                 რომაელთა მიმართ
    იგავნი სოლომონისა                                                     პირველი კორინთელთა მიმართ
    ეკლესიასტე                                                                  მეორე კორინთელთა მიმართ
    ქებათა-ქება სოლომონისა                                             გალატელთა მიმართ
    ესაია წინასწარმეტყველი                                              ეფესელთა მიმართ
    იერემია წინასწარმეტყველი                                         ფილიპელთა მიმართ
    გოდება იერემიასი                                                        კოლოსელთა მიმართ
    ეზეკიელ წინასწარმეტყველი                                       პირველი თესალონიკელთა მიმართ
    დანიელ წინასწარმეტყველი                                         მეორე თესალონიკელთა მიმართ
    ოსია წინასწარმეტყველი                                              პირველი ტიმოთეს მიმართ
    იოველ წინასწარმეტყველი                                           მეორე ტიმოთეს მიმართ
    ამოს წინასწარმეტყველი                                               ტიტეს მიმართ
    აბდია წინასწარმეტყველი                                            ფილიმონის მიმართ
    იონა წინასწარმეტყველი                                              ებრაელთა მიმართ
    მიქა წინასწარმეტყველი              
    ნაუმ წინასწარმეტყველი                                               გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა
    აბაკუმ წინასწარმეტყველი              
    სოფონია წინასწარმეტყველი              
    ანგია წინასწარმეტყველი              
    ზაქარია წინასწარმეტყველი              
    მალაქია წინასწარმეტყველი               
  3.      იგავები 



  4. 68 კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.
  5. 56 ასეთია ჩემი ხვედრი: შენს ბრძანებებს ვიცავ.
  6. 12 თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13 არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. 14 ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. 15 ვიდრეღა ითქმის: „დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”. 16 ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? 17 მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა? 18 ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? 19 და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.
  7. 5 ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. თითოეული ბოლომდე იყოს დარწმუნებული თავის აზრებში. 6 ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. 7 ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისთვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის, 8 ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
  8. 6 ვინაიდან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”. 7 ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად, 8 დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
  9. 1 უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. 2 ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. 3 რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან. 4 თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.
Loading