Pages

ფსალმუნები 90:1-4

1 უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. 2 ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი. 3 რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან. 4 თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.