17 სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“ 18 მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი. 19 აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველივე ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ. 20 ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულებეი გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“