50 და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“ მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან. მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გავაკეთო?“ ბრმამ უთხრა:„რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“ იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.