25 და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო ქვეყანააზე ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულები ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო. 26 ხალხს გული წაუვა შიშით და მსოფლიოში მომავალთა მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან. 27 მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით. 28 ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.