55;56 იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: ,,თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვლებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობლად. ყოველ დღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.