Pages

იობი 38:3-11

3-11 წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე: სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა? რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები? ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი - და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?