1 მოდით, ახლა თქვენც იტირეთ, მდიდრებო, და ივაგლახეთ იმ უბედირებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდებ და თქვენს ხორცს ცეცხლით შეჭამს იგი. დაუნჯებული გქვთ განძი უკანასკნელ დღეებისათვის.